ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ახალგაზრდა ბიჭია, ორსული ცოლი ჰყავს, ქართული ცნობისმოყვარეობა იყო, დააინტერესა და ნახა

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჭიათურაში, დაკრძალვაზე დააკავეს, თავს არ ცნობს დამნაშავედ. ედავებიან, რომ მას ეს ვიდეო ჰქონდა და შემდეგ რომელიღაც ჯგუფში ჩააგდო, 12 კაციან ჯგუფში გაავრცელა. იმ ჯგუფიდან როგორც ვიცი, დაკავებული არავინ არის, - ამის შესახებ ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ანტონ ღლონტის ადვოკატმა ლალი ბიბილეიშვილმა განაცხადა.

არსებული ინფორმაციით, პროკურატურა მის მიმართ პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

"მოვითხოვ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ან მინიმალური ოდენობის გირაოს შეფარდებას მოვითხოვ. ახალგაზრდა ბიჭია, ორსული ცოლი ჰყავს, ტყუპებს ელოდებიან. ქართული ცნობისმოყვარეობა იყო, დააინტერესა რა იყო, ეს არის დანაშაული? - აცხადებს ბიბილეიშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლო ფარულ ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 9 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა