6 თებერვალს, ნატო-ს წევრი ქვეყნები მაკედონიის ალიანსში გაწევრიანების თაობაზე პროტოკოლს ხელს მოაწერენ

6 თებერვალს, ნატო-ს წევრი ქვეყნები მაკედონიის ალიანსში გაწევრიანების თაობაზე პროტოკოლს ხელს მოაწერენ.

ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„6 თებერვალს ისტორიას დავწერთ: ნატო-ს მოკავშირეები მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ხელს მოაწერენ პროტოკოლს მაკედონიის ალიანსში გაწევრიანების თაობაზე“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

როგორც ნატო-ს პრესსამსახური აღნიშნავს, ხელმოწერის ცერემონია ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 25 იანვარს საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა მაკედონიასთან მიღწეული შეთანხმება, რომლის თანახმად, მას ამიერიდან რესპუბლიკა ჩრდილოეთ მაკედონია ეწოდება. აღნიშნულის სანაცვლოდ საბერძნეთი არ დაბლოკავს მაკედონიის ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებას. ნატო-ში მიიჩნევენ, რომ მაკედონიის ალიანსში გაწევრიანება 2020 წლის გაზაფხულს იქნება შესაძლებელი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს