პროექტი „თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ კვლავაც გრძელდება

თბილისის საკრებულოში ახალი შემეცნებით-კულტურული ხასიათის პროექტი - „თბილისის ისტორიები საკრებულოდან“, რომელიც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილის მარიკა დარჩიას ინიციატივით დაიწყო, კვლავაც გრძელდება.

მარიკა დარჩიას განცხადებით, პროექტის ფარგლებში, ისტორიკოსები, არქიტექტორები, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და დედაქალაქის თემით დაინტერესებული ადამიანები სტუმრებს თბილისის ისტორიის სხვადასხვა საინტერესო, ნაკლებად ცნობილ ფაქტებს გააცნობენ.

დეპუტატმა პროექტის მიზნებზე ისაუბრა და მოწვეულ სტუმრებს საკრებულოს ისტორიული შენობის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

თებერვლის თემა - ,,თბილისი მოდერნიზმიდან წითელ ტერორამდე“ (არტისტული ცხოვრება 1910-1930 წლებში) ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა ეკა კიკნაძე წარმოადგინა, რომელმაც 1910-იან წლებში საქართველოში განხორციელებულ უმნიშვნელოვანეს სახელოვნებო პროექტებსა და საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მათ სახეცვლილებებზე ისაუბრა.

ეკა კიკნაძე ასევე იმ ადამიანების ცხოვრებისეულ ისტორიებს შეეხო, რომლებიც წლების მანძილზე ქართული სახელოვნებო პროცესების ავანგარდში იდგნენ და რომელთა სიცოცხლე 1937-1938 წლებში „წითელი ტერორის“ სახელით ცნობილმა სტალინურმა რეპრესიებმა შეიწირა.

პროექტი - ,,თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში ყოველი თვის პირველ შაბათს იმართება და მასზე დასწრება თბილისის ამბებით დაინტერესებულ ყველა მსურველს შეუძლია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა