პარიზის პოლიციამ „ყვითელი ჟილეტების“ აქციის დაწყებამდე, ტრიუმფალურ თაღთან ჯავშანმანქანები განათავსა

პარიზის პოლიციამ „ყვითელი ჟილეტების“ რიგით მე-12 აქციის დაწყებამდე, ტრიუმფალურ თაღთან ჯავშანმანქანები განათავსა და მოძრაობა ნაწილობრივ გადაკეტა.

დილიდანვე პარიზის ცენტრში პოლიციამ უსაფრთხოების ზომების გაძლიერება დაიწყო.

ამ დროისთვის შანზ-ელიზეზე მაღაზიები, კაფეები და რესტორნები ჩვეულებრივი გრაფიკით მუშაობენ.

როგორც ტელეარხი BFMTV იუწყება, დომენილის გამზირზე დაახლოებით 150 დემონსტრანტი შეიკრიბა. მათ ხელში უჭირავთ ტრანსპარანტები წარწერით - „არა პოლიციურ ძალადობას“. საპროტესტო აქციები ასევე გაიმართება საფრანგეთის სხვა ქალაქებში, კერძოდ, რუანში, ბორდოში, ლილში, ნანსიში, ტულუზში და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ პარიზში წესრიგის დასაცავად ხუთი ათასი პოლიციელი და ჟანდარმია მობილიზებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა