გიორგი ვაშაძე - მოსამართლეთა შერჩევისთვის უმჯობესია, საკონსულტაციო საბჭო შეიქმნას, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაკომპლექტდება

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისთვის უმჯობესია შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელიც დაკომპლექტდება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, რომელსაც მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ვეტოს გამოყენების უფლება ექნება.

მისი თქმით, იუსტიციის საბჭოს ორ არამოსამართლე წევრთან - ნაზი ჯანეზაშვილთან და ანა დოლიძესთან შეხვედრისას გაერთიანებულმა ოპოზიციამ, სწორედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დაკომპლექტების წესზე ისაუბრა

„გავეცანით მოდელს, რომელსაც იუსტიციის უმღლესი საბჭოს წევრები სთავაზობენ იუსტიციის საბჭოს. ჩვენ შევთავაზეთ, რომ იმავე წესებით მოხდეს ახალი ევროპული პრაქტიკის გათვალისწინება, რაც უკვე გამოიყენეს უკრაინაში, სადაც პროცესში პირადად ვიყავი ჩართული. ანუ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა დააკომპლექტონ საკონსულტაციო საბჭო, რომელსაც ექნება ვეტოს უფლება. შევთანხმდით, რომ ამაზე გვექნება მსჯელობა, რადგან ეს იდეები ყველასთვის საინტერესოა. ეს არის მექანიზმი, როგორ შევქმნათ რეალურად დამოუკიდებელი შესაძლებლობა სამართლიანი მოსამართლეების შერჩევისთვის, რადგან ჩინჩალაძეებს, გვრიტიშვილებს თუ რა გვარებიც არიან არ ვიცი, საშუალება არ ჰქონდეთ ამხელა ზეგავლენა მოახდინონ მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით. ჩვენთვის, გაერთიანებული ოპოზიციისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას მექანიზი, რომელსაც ვეღარ მოედავები, რომ ის არ არის ობიექტური მოსამართლეთა შერჩევისას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო