აქციის მონაწილეების ნაწილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს  შეხვდა

აქციის მონაწილეების ნაწილი საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს ვასილ მაღლაფერიძეს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, არხის მაუწყებლობასთან ძირითად საკითხზე შეთანხმება მიღწეულია.

„ზოგიერთ საკითხზე ძალიან მწვავე კამათი გაიმართა და შევთანხმდით იმაზე, რომ რაღაც ნაწილზე ვერ შევთანხმდებით, მაგრამ მთავარ თემაზე შევთანხმდით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გააშუქებს „მიგრანტთა პაქტის" ირგვლივ ყველა ჩვენს აქტივობას", - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლფერიძის განცხადებით, „პირველი არხი" გახსნილია ნებისმიერ ინტერესთა ჯგუფთან შეხვედრისთვის.

„პირველი არხი" გააგრძელებს საქმიანობას ისე, როგორც აგრძელებს და გააშუქებს ნებისმიერ ინტერესთა ჯგუფსა და მიმდინარე მოვლენას. „პირველი არხი" არც ერთი ინტერესთა და პოლიტიკური ჯგუფის კონტროლის ქვეშ არ არის, როგორი სურვილიც არ უნდა ჰქონდეთ, მაგრამ გააშუქებს ნებისმიერი ჯგუფის საქმიანობას", - განაცხადა მაღლაფერიძემ.

იხილეთ ვიდეო: საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია გაიმართა - აქტივისტები ვასილ მაღლაფერიძეს შეხვდნენ