ანა დოლიძე - ზოგიერთმა მოსამართლემ  ეთიკის კოდექსი დაარღვია, ისინი მონაწილეობენ პოლიტიკურ დისკუსიაში, ეს იგივეა, რაც მღვდლის სიარული დისკოთეკაზე

ზოგიერთმა მოსამართლემ არაერთხელ დააღვია ეთიკის კოდექსი, ისინი მონაწილეობენ პოლიტიკურ დისკუსიაში. ეს იგივეა, რაც მღვდლის სიარული დისკოთეკაზე, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ანა დოლიძის განცხადებით, საჭიროდ არ თვლის უპასუხოს საბჭოს მოსამართლე წევრს, დიმიტრი გვრიტიშვილს, რომელმაც მასთან დაკავშირებით „ფეისბუქ პოსტი“ დაწერა.

„სიმართლე გითხრათ, წამების დაკარგვაც არ მინდა იმ ადამიანის პოსტებზე, რომელსაც ოჯახის წევრები და საკუთარი კლანიც კი არ „ულაიქებს“. დროს ნუ მაკარგვინებთ ამ საკითხზე.თუ ვინმე ღირსეული, კომპეტენტური და უფრო წონიანი გამოვა სიამოვნებით გამოვეხმაურები. ზოგიერთმა მოსამართლემ არაერთხელ დააღვია ეთიკის კოდექსი, ისინი მონაწილეობენ პოლიტიკურ დისკუსიაში. ეს იგივეა, რაც მღვდლის სიარული დისკოთეკაზე. ეს დაუშვებელია და მისახედია ის სრული აღრევა, რაც სასამართლო სივრციდან ხდება, როდესაც მოსამართლეები მონაწილეობას იღებენ პოლიტიკურ დისკუსიებში. დანარჩენ რეაქციებს მათი ქმედებები ნამდვილად არ იმსახურებს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ყოფილმა პრეზიდენტმა საბჭოში კანონდარღვევით წარადგინა, შესაბამისად, მას საბჭოს წევრობისთვის ლეგიტიმაცია არ აქვს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს