ფინანსთა მინისტრის მოადგილე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელებში საკონსულტაციო შეხვედრებს დაესწრო

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კობა ქანთარია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გარახასა და ნაკიანის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩევის პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვანია თვითმმართველობების გაძლიერებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდისთვის.

„ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, გარახაში გარე განათებისა და გზის რეაბილიტაცია, ნაკიანში კი წყალსაწრეტი არხების, წყალმომარაგებისა და გარე განათების რეაბილიტაცია მოხდება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ნაწილია, მთავრობის გადაწყვეტილებით 2019 წლიდან აღდგა და მისი მოცულობა 40 მლნ ლარია. აღნიშნული პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა