ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარს არ უჭერს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარს არ ვუჭერ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც თავად აღნიშნა, ამ პოსტზე მისთვის ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურა იყო მისაღები.

„იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის საკითხზე არ ვეთანხმები იმ პოზიციას, რაც დღეს უმრავლესობის შიგნით შეჯერდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება სესიაზე უნდა იყოს მიღებული. ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურა ჩემთვის სწორედ იმ ღირებულებების და ფასეულობების დაცვაა, რომელსაც ჩვენ ვიცავთ ამ პროცესში. ამიტომ ჩემთვის არა მხოლოდ სახელსა და გვარს, არამედ სწორედ ამ სტანდარტების დაცვას და ამ გზით სვლას აქვს პრინციპული მნიშვნელობა. პირდაპირ ვამბობ, ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას სწორედ ამიტომ არ ვუჭერ და არ დავუჭერ მხარს, ეს არ არის პერსონალური ამბავი. ეს არის საკითხი, რომელიც ეხება სასამართლოსთან დაკავშირებულ ხედვას და იმ პრინციპების დაცვას, რომელსაც ჩვენ ვიცავთ,“ - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე უმრავლესობამ ანრი ოხანაშვილი წარადგინა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ეკა ბესელიას გადადგომის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი ასრულებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო