ეკა ბესელიას განცხადებით,  ბიძინა ივანიშვილი მხარს უჭერს პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების საკითხს

ბიძინა ივანიშვილი მხარს უჭერს პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების საკითხს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი განცხადებით, დაიწყება იმ პროცედურებზე მუშაობა, რომლითაც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეები ვადით გამწესდებიან.

„რაც შეეხება მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებას, მე ისევ დავსვი ეს საკითხი დღეს. პარტიის თავმჯდომარე ამ პოზიციას ეთანხმება. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ის მხარს უჭერს ამ იდეას. მე არ მომისმენია საწინააღმდეგო პოზიცია დღეს არავისგან. ამ პროცედურას და ინიცირებას დავიწყებთ ჩვენ, რომ კონსტიტუციიდან გამომდინარე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხზე შეჩერდეს გადაწყვეტილებების მიღება. ვიმუშავებთ პროცედურებზე, რომლითაც უნდა გაიმართოს, როგორ უნდა მოხდეს ვადით მოსამართლეების გამწესება პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში. უზენაეს სასამართლოზეც სასაუბროა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა