ბათუმის მერია ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 16 მილიონ ევროს დახარჯავს

ბათუმის მერიაში, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეოთხე ფაზის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების პრეზენტაცია გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს.

2019 წელს წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდება შემდეგ ქუჩებზე: ლეონიძე, ხახული, აღმაშენებელი, კობალაძე, ფიროსმანი და ინასარიძე, (ჯავახიშვილის ქუჩიდან მდინარე მეჯინისწყლამდე).

ასევე დაიწყება წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაობი გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში.

პროექტის ღირებულება 16 მილიონ ევროს შეადგენს.

პრეზენტაციას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, შპს „ბათუმის წყალის“ გენერალური დირექტორი მარიკა გვიანიძე და საინჟინრო კომპანია Posch and Partners წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა