ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ სცნობს, მისი მხრიდან youtube-ზე ფარული ჩანაწერის ატვირთვა არ მომხდარა

საქალაქო სასამართლო ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებული 8 ადამიანისთვის აღკვეთის ღონისძიების საქმეზე მსჯელობას რამდენიმე წუთში დაიწყებს. გამოძიება მათ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების უკანონო შენახვა-გავრცელებას ედავება.

როგორც ერთ-ერთი დაკავებულის ზურაბ სოლომნიშვილის ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და მასალის გავრცელებას უარყოფს.

არსებული ინფორმაციით, გამოძიება ზურაბ სოლომნიშვილს ფარული ჩანაწერების youtube.com-ზე ატვირთვას ედავება.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ სცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალში. რაც შეეხება ვიდეო-მასალას, რომელიც მასთან მოხვდა, მან განაცხადა, რომ ეს ვიდეო მას მესენჯერის საშუალებით გაუგზავნეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცოდა ამის შესახებ რა იყო საერთოდ. მერე გაარკვია და ნახა რაც იყო. რაც შეეხება ატვირთვას, მისი მხრიდან youtube-ზე ან სხვა საშუალებაზე ატვირთვა არ ყოფილა. არც მე არ გადმომცემია ის მასალა, რომელზეც არის საუბარი და რომლის ატვირთვასაც ედავებიან. მე როგორც ვიცი, არა მარტო მე, დაცვის არც ერთ მხარეს არ გადასცემია. არადა, ბრალდების მხარეს ჰქონდა ამის ვალდებულება, რომ სრულად გადმოეცა ჩვენთვის ეს მტკიცებულებები. ამ ეტაპისთვის საქმეში არ დევს იმის მტკიცებულება, რომ უშუალოდ მან ატვირთა თავისი „ექაუნთით“ აღნიშნული მასალა,"- განაცხადა მუხრან ღურწკაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან დღეს 9 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უკვე იმსჯელა. 9 პირიდან ორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, შვიდს კი, გირაო.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა