3 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება

3 თებერვალს, საქართველოს მწერალთა სახლში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნა დასკვნითი ღონისძიებით შეჯამდება, სადაც მკითხველს ლაშა ბუღაძესთან, პაატა შამუგიასთან და ზვიად კვარაცხელიასთან შეხვედრის საშუალება მიეცემა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, მწერლები ლიტერატურასა და ადამიანის უფლებებზე ისაუბრებენ.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე უკვე მეოთხედ გამოვლინდება და დაჯილდოვდება წლის წიგნის ქომაგი.

დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ სიმბოლურ საჩუქარს გადასცემს პროექტში ჩართულ ყველა სკოლას.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოში უკვე მეოთხედ აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს