ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა განმიმარტა, რომ  პირადად მას არ აუტვირთავს ფარული ჩანაწერი youtube-ზე

ზურაბ სოლომნიშვილმა განმიმარტა, რომ მას პირადად არ აუტვირთავს ეს ჩანაწერი youtube-ზე, - ამის შესახებ ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული ზურაბ სოლომნიშვილის ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ფარული ჩანაწერის youtube-ზე განთავსება სოლომნიშვილის ე.წ. "იუზერით" სხვა პირმა განახორციელა. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამოტანილ განაჩენს დაუსაბუთებელს უწოდებს.

„გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ მოიღო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებაში. შვიდ ადამიანს, ვისზეც ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვდა, სასამართლომ ყველას გირაო შეუფარდა. იგივე მუხლისთვის ედებოდა ბრალი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და მას პატიმრობა შეუფარდა. სრულიად დაუსაბუთებელია მოსამართლის პოზიცია ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამ განჩინებას გავასაჩივრებთ კანონით დადგენილ 48-საათიან ვადაში და დაველოდებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ზურაბ სოლომნიშვილმა განმიმარტა, რომ მას პირადად არ აუტვირთავს ეს ჩანაწერი youtube-ზე. შესაძლებელია, რომ მისი "იუზერიდან" მოხდა აღნიშნული ინფორმაციის ატვირთვა, მაგრამ პირადად მას არ აუტვირთავს. სწორედ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებას ედავებიან სხვა ბრალდებულებსაც, კვალიფიკაცია არის აბსოლუტურად ერთი და იგივე და რატომ გამოარჩია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრობისთვის, ეს იყო გაუგებარი. რა მნიშვნელობა აქვს youtube-ზე ატვირთავ თუ facebook-ზე", - განაცხადა ადვოკატმა.

ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული რვა პირიდან შვიდს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ერთს კი, პატიმრობა შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ ფარულ ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებულია17 პირი. სასამართლომ მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. 17 პირიდან სამს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო 14-ს კი გირაო შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს. ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია.

სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ისე მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს