ფარული ჩანაწერების საქმის პროკურორი - 8 პირიდან შვიდზე პატიმრობა იყო მოთხოვნილი, სასამართლომ მხოლოდ ერთი პირის მიმართ გაიზიარა ჩვენი შუამდგომლობა

ბრალდების მხარეს მიგვაჩნია, რომ აღნიშნული 7 პირის მიმართ არსებობდა კანონით გათვალისწინებული საფუძველი იმისათვის, რომ მათ მიმართ პატიმრობა ყოფილიყო გამოყენებული, - ამის შესახებ ფარული ჩანაწერების საქმის პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა პატიმრობის შეფარდების ნაწილში მხოლოდ ერთი პირის მიმართ დააკმაყოფილა.

„8 პირიდან შვიდზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა იყო მოთხოვნილი. ბრალდების მხარეს მიგვაჩნია, რომ აღნიშნული 7 პირის მიმართ არსებობდა კანონით გათვალისწინებული საფუძველი იმისათვის, რომ მათ მიმართ პატიმრობა ყოფილიყო გამოყენებული, ხოლო ერთ პირზე მოთხოვნილი იყო გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით. სასამართლომ პატიმრობის ნაწილში მხოლოდ ერთი პირის მიმართ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. დანარჩენი 7 პირის მიმართ სასამართლოს მიერ გამოყენებულ იქნა სხვადასხვა ოდენობის გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით", - განაცხადა პროკურორმა.

ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული რვა პირიდან შვიდს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ერთს კი, პატიმრობა შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ ფარულ ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 17 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. 17 პირიდან სამს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო 14-ს კი გირაო შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს. ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ისე მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო