გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჭარბტენიანი ტერიტორიების დღე აღნიშნეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჭარბტენიანი ტერიტორიების დღე აღნიშნეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში სასკოლო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს. მონაწილეებმა მოხსენებები წარმოადგინეს თემაზე: „კლიმატის ცვლილება და ჭარბტენიანი ტერიტორიები”.

მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის დღე პირველად 1997 წელს აღინიშნა და მას შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოებრივი ჯგუფები ყოველ წელს აღნიშნავენ.

მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ კონვენციას 1971 წლის 2 თებერვალს ირანის ქალაქ რამსარში მოეწერა ხელი. კონვენცია უზრუნველყოფს წყალჭარბი ტერიტორიების შენარჩუნებას და წყლის ფრინველების არსებობისათვის აუცილებელ საბინადრო ადგილების დაცვას მთელს მსოფლიოში.

საქართველო რამსარის კონვენციას 1996 წელს შეუერთდა. 1997 წლიდან ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს და კოლხეთის ეროვნულ პარკს საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების სტატუსი მიენიჭა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა