ლარა ლინდერმანი - თუ საქართველო დემოკრატიულ ნაწილს დაკარგავს, ის დასავლეთის ბევრი ქვეყნის, მათ შორის შეერთებული შტატების დღის წესრიგიდან გაქრება

თუ საქართველო დემოკრატიულ ნაწილს დაკარგავს, ის დასავლეთის ბევრი ქვეყნის, მათ შორის შეერთებული შტატების დღის წესრიგიდან გაქრება, - ამის შესახებ "ატლანტიკური საბჭოს" წარმომადგენელი ლარა ლინდერმანი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

როგორც ლინდერმანი ამბობს, შეერთებული შტატებისთვის საქართველოს მნიშვნელობის ერთ-ერთი განმაპირობებელი მისი დემოკრატიული განვითარებაა.

„საქართველო, რეგიონში და მის მიღმა, დემოკრატიული მახასიათებლებით გამოირჩევა... თუ დემოკრატიის კუთხით უკუსვლა მოხდება, საქართველო ამით დაკარკავს მთავარ კომპონენტს, ის რთულ სამეზობლოშია, უსაფრთხოების კუთხით რთულ მდგომარეობაშია, ეკონომიკა იზრდება, თუმცა სხვა ქვეყნებთან შედარებით, არც თუ ისე დიდია, ამიტომ თუ დემოკრატიულ ნაწილს დაკარგავს, ის დასავლეთის ბევრი ქვეყნის, მათ შორის შეერთებული შტატების დღის წესრიგიდან გაქრება“, - განაცხადა ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მკლევარმა, ლარა ლინდერმანმა.

ლინდერმანს ეთანხმება ამერიკის ყოფილი ელჩი, „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის პროგრამების ხელმძღვანელი ჯონ ჰერბსტი.

„პირველი, უსაფრთხოების საკითხებზე შესანიშნავი თანამშრომლობაა. ვაშინგტონისთვის, ძალზედ ღირებულია საქართველოს წვლილი სხვადასხვა მისიაში, ავღანეთში და ა.შ. მათ ესმით, რომ საქართველომ ბევრი რამ გააკეთა თავდაცვის კუთხით, რომ მზად ყოფილიყო ნატოში ინტეგრაციისთვის. მეორე, დემოკრატიის და რეფორმების საკითხია. საქართველომ 2003 წლის შემდეგ მოიპოვა ძალიან კარგი რეპუტაცია. და ბევრი ადამიანი ვაშინგტონში, საქართველოს მეგობრები, ღელავენ, რომ უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე ჩვენ უკუსვლას ვხედავთ… უკანასკნელი არჩევნები არ იყო კარგი საქართველოს იმიჯისთვის თუ მისი პრაქტიკისთვის. თუ ეს ცალკეული შემთხვევაა და ჩვენ ღიად ვიხილავთ დემოკრატიულ ჩარჩოებში დაბრუნებას, ეს არ იქნება მნიშვნელოვანი. მაგრამ თუ ეს ტენდენციაა, ამას აუცილებლად ექნება გავლენა [ორი ქვეყნის] ურთიერთობაზე“, - განაცხადა ჰერბსტმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოში, კონგრესში, ორგანიზაცია „ატლანტიკური საბჭოს“ და ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მიღება გაიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო