ათეა-ს   აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პირველადი პროექტი განიხილეს

ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პირველადი პროექტი განიხილეს

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციიდან აცნობეს, (NALAG) ვიცე-პრეზიდენტ გიორგი ტყემალაძის ხელმძღვანელობით გამართულ ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს რიგით XXXII სხდომაზე დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პირველად პროექტზე იმსჯელეს.

„სხდომას ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან - დავით მელუასთან და ნათია ღვინაშვილთან, ასევე ათეა-ს ექსპერტებთან - ნინო ზურაბიშვილთან, კახა გურგენიძესთან და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - მზია გიორგობიანი და ამავე უწყების ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი - ნიკოლოზ როსებაშვილი ესწრებოდნენ.

სამინისტროს წარმომადგენლებმა, დეცენტრალიზაციის ახალი დოკუმენტის შემუშავების პროცესზე, სტრატეგიის მიზნებსა და მისი განხორციელების გზებზე პრეზენტაცია წარმოადგინეს, რის შემდეგაც, სხდომა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.

აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა და ათეა-ს ექსპერტებმა დოკუმენტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და იმ ძირითად საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებების გაზრდას, ქონების გადაცემის პროცედურების გამარტივებას, დელეგირებული უფლებამოსილების ფინანსურ უზრუნველყოფას, ასევე ადგილებზე სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას ეხებოდა.

როგორც სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, სტრატეგიის დოკუმენტი, სწორედ თვითმმართველობისთვის, როგორც ახალი უფლებამოსილებების, ასევე მეტი ფინანსების გადაცემასა და მოქალაქეთა მონაწილეობის უკეთესი მექანიზმების შექმნის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული, თუმცა, მათივე თქმით, სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები, რომლებიც აღნიშნული საკითხების, უფრო დეტალურად ჩაშლას გულისხმობს, საბოლოო დოკუმენტში მაქსიმალურად იქნება ასახული”, - ნათქვამია ათეა-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სხდომის მონაწილეებმა, აღნიშნულ პროცესში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის როლზეც ისაუბრეს და განაცხადეს, რომ სტრატეგიის დოკუმენტთან დაკავშირებით, ასოციაცია მომავალშიც გააგრძელებს თვითმმართველობებთან დისკუსიებს.

ამასთან,ათეა-ს ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის პროექტზე საკონსულტაციო შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართა.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ასოციაცია მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს შეაჯერებს და შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით, დასამტკიცებლად აღმასრულებელ საბჭოს წარუდგენს, რის შემდეგაც, აღნიშნული დოკუმენტი სამინისტროს რეკომენდაციის სახით გადაეგზავნება.

სხდომაზე ასევე ორგანიზაციის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტიც განიხილეს, რომელსაც აღმასრულებელი საბჭოს ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო