„ადვოკატთა ასოციაციის“ წევრები მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ

„ადვოკატთა ასოციაციის“ წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა გამწესების პროცესსა და მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ.

როგორც რიგგარეშე კრების დაწყებამდე ჟურნალისტებს ასოციაციის პრეზიდენტმა დავით ასათიანმა განუცხადა, ადვოკატები კრებაზე შეიმუშავებენ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ხარისხიანი მართლმსაჯულების შესახებ საერთო რეზოლუციის ტექსტს, რომელიც საქართველოს პარლამენტს და პროცესში ჩართულ მხარეებს გადაეგზავნებათ.

"დღეს ჩვენ გვაქვს რიგგარეშე ყრილობა. აქ არის ერთადერთი საკითხი გამოტანილი - ეს არის მიმდინარე მოვლენები მართლმსაჯულების სისტემის ირგვლივ. ადვოკატურა დღეს გააგონებს საკუთარ ხმას როგორც ხელისუფლებას, ისე პარლამენტს და საზოგადოებას, თუ რას ფიქრობს აღნიშნულ თემაზე. ჩვენ მივიღებთ საერთო რეზოლუციას, რომელშიც შეჯერებულ პოზიციებს ავსახავთ. გვექნება აქცენტი იმაზე, თუ რამ გამოიწვია ნდობის დაბალი ხარისხი სასამართლო სისტემისადმი და გვექნება გზების ძიებაზე აქცენტი გაკეთებული", - განაცხადა დავით ასათიანმა.

იხილეთ ვიდეო: "ადვოკატთა ასოციაციის" წევრები მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო