ბარნოვზე წყლის მაგისტრალური მილის დაზიანების გამო, სახლების პირველი სართულები, მაღაზიები, სალონები და მანქანები დაიტბორა

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე წყლის მაგისტრალური მილის დაზიანების გამო, სახლების პირველი სართულები, მაღაზიები, სალონები და მანქანები დაიტბორა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების ავეჯი და ინვენტარი.

როგორც „პალიტრანიუსს“ ერთ-ერთმა დაზარალებულმა განუცხადა, ზარალის ანაზღაურებას დაჰპირდნენ, თუმცა, როდის აუნაზღაურდებათ ზარალი, ამ ეტაპზე უცნობია.

„სალონის ინვენტარი, აბსოლუტურად ყველაფერი დაზიანდა, სოლარიუმი წყალში იყო, სარეცხი მანქანები, აპარატები, ყველა ინვენტარი დაზიანებულია. იყვნენ მოსულები და გვითხრეს, რომ ზარალი აგვინაზღაურდება. ჯერჯერობით ასეთია სიტუაცია, რა იქნება არ ვიცი“, - განაცხადა სალონის მეპარონე გურანდა სანაიამ.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილზე მაგისტრალური მილი გასკდა, საიდანაც მთაწმინდის რაიონი წყლით მარაგდება.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენ ფაუერის“ განცხადებით, მთაწმინდის რაიონში, ბარნოვის ქ. N80-თან წყალმომარაგების 900 მმ-იანი მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა. ადგილზე მობილიზებული არიან კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და დაზიანების აღმოსაფხვრელად სამუშაოები მომდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბარნოვის ქ. N72-დან N80-მდე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

წყალმომარაგება შეეზღუდათ ვაკის რაიონში, ბარნოვის, ჯანაშვილის, ნაფარეულის, თაყაიშვილის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილს და მიმდებარე ქუჩებს. კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგება, სამუშაოების დასრულებისთანავე ხვალ, 4 თებერვალის დილის, 09:00 საათიდან აღდგება.

იხილეთ ვიდეო: ბარნოვის ქუჩაზე წყლის მილი გასკდა - ადგილზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა