კახა კალაძე - დღეის მდგომარეობით არ არსებობს საშიშროება, რომ ვინმე უმრავლესობიდან გავიდეს

დღეის მდგომარეობით არ არსებობს საშიშროება, რომ ვინმე უმრავლესობიდან გავიდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ „ინტერპრესნიუსის“ შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს დღის წესრიგში არ დგას, ის მოვლენების ასეთ განვითარებაშიც ვერ ხედავს პრობლემას, ვინაიდან „ქართულ ოცნებას“ მსგავსი გამოცდილება უკვე აქვს, რამაც პარტიის მუშაობას ხელი ვერ შეუშალა.

„როდესაც იყო კოალიციური მთავრობა, მაშინაც ბევრი კითხვა იყო, რა მოხდება თუ კოალიცია დაიშლება, „ქართული ოცნება“ ცალკე გავა. მე მაშინაც ვამბობდი, რომ ეს პოლიტიკური, დემოკრატიული პროცესების ნაწილია და ჩვეულებრივი მოვლენაა. მოხდა ისე, რომ დაიშალა კოალიცია. რა მოხდა?! არაფერი! „ქართული ოცნება“ გამოვიდა დამოუკიდებელი ორგანიზაცია და მიიღო ჩვენი ქვეყნს ამომრჩევლის ხმათა უმრავლესობა ყველა არჩევნებში.

დღეის მდგომარეობით საშიშროება, რომ ვინმე გავიდეს უმრავლესობიდან, არ არსებობს, თუმცა თუ რომელიმე კონკრეტული პიროვნება ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მე აქაც ვერ ვხედავ პრობლემას. პარტია „ქართული ოცნება“ ასეთ შემთხვევაშიც უმრავლესობით გააგრძელებს მუშაობას და იმ დაპირებების შესრულებას, რომელიც გასცა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: "დღეის მდგომარეობით არ არსებობს საშიშროება, რომ ვინმე უმრავლესობიდან გავიდეს"

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა