გიგი უგულავა კიევში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას და უკრაინის ეკლესიის მეთაურის ინტრონიზაციას დაესწრო

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა კიევში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას და უკრაინის ეკლესიის მეთაურის ეპიფანეს ინტრონიზაციას დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, გიგი უგულავა უკრაინელ ხალხს ავტოკეფალური ეკლესიის დაარსებას ულოცავს. მისი განცხადებით სამწუხაროა, რომ საქართველოს ოფიაციალური წარმომადგენლები საზეიმო წირვას არ ესწრებიან.

„პირველ რიგში, მინდა მივულოცო უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს, ვინაიდან ძალიან ბევრი თაობის ოცნება ასრულდა დღეს, როდესაც ვზეიმობთ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის დაარსებას და მისი საჭეთმპყობლის ინტრონიზაციას. ძალიან სამწუხაროა, რომ აქ საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები არ იმყოფებიან. არ იმყოფება საქართველოს ელჩი, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენს მთავრობას კარგად არ აქვს გაცნობიერებული ამ ფაქტის ისტორიული მნიშვნელობა. ძალიან დიდი დღეა დღეს მართლმადიდებლურ სამყაროში, პრაქტიკულად, ახალი ეკლესია დაიბადა, რომელიც უმნიშვნელოვანეს ფუნქციას შეასრულებს მართლმადიდებლური ქვეყნების ცხოვრებაში. „ევროპული საქართველოს“ დელეგაციას გვაქვს პატივი დღეს ვიყოთ აქ და მივულოცოთ უკრაინელ ერს და უკრაინის სახელმწიფოს ეს უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფაქტი“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა