საქართველოს ელჩი მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაციის ცერემონიას დაესწრო

3 თებერვალს, უკრაინაში საქართველოს ელჩი, გელა დუმბაძე კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში გამართულ მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაციის ცერემონიას დაესწრო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ასევე, გელა დუმბაძე დაესწრო საღვთო ლიტურგიის შემდეგ გამართულ საზეიმო მიღებას.

ინტრონიზაციის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, უკრაინის ხელისუფლების სხვადასხვა წრეების წარმომადგენლები, უკრაინაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და სხვა მიწვეული სტუმრები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა