„ადვოკატთა ასოციაციამ“ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ხარისხიანი მართლმსაჯულების თაობაზე რეზოლუცია მიიღო

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ხარისხიანი მართლმსაჯულების თაობაზე რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციაში აღნიშნულია რომ სასამართლო სისტემაში ჩამოყალიბებული მმართველობის მანკიერი ფორმა, სისტემის ხელმძღვანელობითი პოზიციების ვიწრო და ურთიერთდაკავშირებული ჯგუფის ხელში კონცენტრაცია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას აზიანებს.

ადვოკატთა ასოციაციის წევრთა რიგგარეშე საერთო კრება საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს:

ა) უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესის იმგვარი რეფორმა, რომლითაც შეიზღუდება თანამდებობრივი პოზიციების მქონე მოსამართლეთა საბჭოს წევრად არჩევის შესაძლებლობა. ხოლო საბჭოს არამოსამართლე წევრებად სავალდებულო კვოტის ფარგლებში გამწესდებიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული პროფესიის მაღალი რეპუტაციის მქონე წარმომადგენლები.

ბ) არ დაუშვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად იმ კანდიდატთა გამწესება, რომელთაც წლების განმავლობაში ეკავათ და უკავიათ ხელმძღვანელობითი პოზიციები სასამართლო სისტემაში.

გ) შექმნას იმგვარი სამართლებრივი მექანიზმი, მათ შორის "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის გზით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალპროფესიული რეპუტაციის კეთილსინდისიერების და პიროვნული სიმტკიცის მქონე არა მხოლოდ მოსამართლეთა, არამედ ადვოკატთა მეცნიერ-იურისტთა და იურიდიული პროფესიის სხვა ღირსეულ წარმომადგენელთა უზენაეს სასამართლოში გამწესების შესაძლებლობას სანდო, გამჭვირვალე და ობიექტური პროცედურების საფუძველზე.

დ) შეიქმნას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენისა და შერჩევის იმგვარი ფორმატი, რომელიც უზრუნველყოფს ადვოკატთა ასოციაციის აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ქმედით ჩართულობას.

ე) განისაზღვროს წესი, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ერთი და ივივე პირის პარლამენტისთვის წარდგენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთხელ.

ვ) იმსჯელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სამოსამართლო თანამდებობაზე კანდიდატთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმის გამოცხადების თაობაზე."ნათვამია ადვოკატთა ასოციაციის რეზოლუციაში.

იხილეთ ვიდეო: "ადვოკატთა ასოციაციის" წევრებმა მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა