დავით ასათიანი - მივმართავთ პარლამენტს, რომ სამოსამართლო თანამდებობებზე კანდიდატთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმი გამოცხადდეს

მივმართავთ პარლამენტს, რომ სამოსამართლო თანამდებობებზე კანდიდატთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმი გამოცხადდეს, - ამის შესახებ „ადვოკატთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა დავით ასათიანმა ასოციაციის რიგგარეშე საერთო კრებაზე რეზოლუციის მხარდაჭერის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დავით ასათიანის თქმით, ასოციაცია მზადაა იმუშაოს, რათა რეზოლუციით გაჟღერებული მოთხოვნები საკანონმდებლო დონეზე რეალობად იქცეს.

„აბსოლუტური უმრავლესობით მივიღეთ რეზოლუცია. ჩვენ მივმართეთ პარლამენტს, რომ მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება და მიეცეს საშუალება ადვოკატთა ასოციაციას, ჰყავდეს მაღალი რეპუტაციის წარმომადგენელი უმაღლეს საბჭოში. ასევე კრება მოუწოდებს პარლამენტს, არ აირჩიონ ისეთი წინააღმდეგობრივი კანდიდატები, რომელთა მიმართაც იურიდიულ პროფესიაში ნდობა არ არის. ჩვენ ასევე მივმართავთ პარლამენტს, რომ სამოსამართლო თანამდებობებზე კანდიდატთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმი გამოცხადდეს. მზად ვართ ვიმუშაოთ, რათა რეზოლუციით გაჟღერებული მოთხოვნები რეალობად იქცეს", - განაცხადა დავით ასათიანმა.

იხილეთ ვიდეო: "ადვოკატთა ასოციაციის" წევრებმა მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს