საკრებულოს ინფორმაციით, ნუცუბიძეზე მიწის ნაკვეთის მონაცვლეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არასწორად, ინტერპრეტირებულად გადაიცა

არავითარ კონკრეტულ სახელებს და გვარებს, ოპონენტების მიერ შეთხზულ და სიუჟეტად ქცეულ ვერსიებს, ამ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე მიღებულ გადაწყვეტილებასთან, კავშირი არ აქვს, - ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისია „შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტს, რომლის თანახმადაც, ვაკეში, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ კომპანიას 1590 კვ.მ. მიწა გადაეცემა.

როგორც საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის განცხადებაშია აღნიშნული, ნუცუბიძეზე მიწის ნაკვეთის მონაცვლეობასთან დაკავშირებით, სიუჟეტი არასწორად, ინტერპრეტირებულად გადაიცა.

„საქმე ეხება ერთ-ერთ კომპანიას, რომლის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე („მზიურის“ მიმდებარე ტერიტორია) სახელმწიფომ გაიყვანა საავტომობილო გზა. შესაბამისად, ხსენებული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, კომპანიას 2016 წლის აპრილში, გადაეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვა მიწის ნაკვეთი ნუცუბიძის ფერდობზე.

ბუნებრივია, კომპანიას სურდა თავისი ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარება, რასაც მოჰყვა ნუცუბიძეზე მცხოვრები ადამიანების პროტესტი, რადგანაც, როგორც აღმოჩნდა, ტერიტორიაზე, რომელზეც საცხოვრებელი კორპუსები უნდა აშენებულიყო, მოქალაქეებს გაშენებული ჰქონდათ ნარგავები, თუმცა ტერიტორიას ოფიციალურად რეკრეაციული სტატუსი არ გააჩნდა.

სწორედ ამიტომ, მოქალაქეთა ინტერესების დაცვის მიზნით, მუნიციპალიტეტმა კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამწვანებული ნაწილის მონაცვლეობის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც თბილისის საკრებულოს მიერ 2019 წლის იანვარში დამტკიცდა. ამ გადაწყვეტილებით, გამწვანებული არეალი და მასზე ხელმისაწვდომობა უნარჩუნდება ადგილობრივ მოსახლეობას და ეს არის ცალსახად და მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება.ასეთია რეალობა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. არავითარ კონკრეტულ სახელებს და გვარებს, ოპონენტების მიერ შეთხზულ და სიუჟეტად ქცეულ ვერსიებს, ამ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე მიღებულ გადაწყვეტილებასთან, კავშირი არ აქვს“, - ნათქვამია საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის განცხადებაში.

ცნობისთვის, „შაბათის კურიერში“ გასული ინფორმაციით, მიწას შუაგულ ვაკეში თბილისის მერია „ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტს“ აძლევს. ტელეკომპანიის ცნობით, კომპანია წლების განმავლობაში ოთარ ფარცხალაძის საკუთრება იყო, თუმცა, ახლა უკვე სხვა პირზეა გადაფორმებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს