კახა კოჟორიძე - "ადვოკატთა ასოციაციას“ რეზოლუციაში მხარი უნდა დაეჭრა მანიფესტისთვის, რომელიც არასამთავრობოებმა და იურისტებმა მართლმსაჯულების გადასარჩენად შეიმუშავეს

ადვოკატთა ასოციაციის წევრი კახა კოჟორიძე მიიჩნევს, რომ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას“ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ხარისხიანი მართლმსაჯულების თაობაზე მიღებულ რეზოლუციაში მხარი უნდა დაეჭრა მანიფესტისთვის, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა და იურისტებმა მართლმსაჯულების გადასარჩენად შეიმუშავეს.

კახა კოჟორიძის თქმით, რეზოლუციაში უნდა ყოფილიყო მითითება, რომ ადვოკატთა ასოციაცია მხარს უჭერს მანიფესტს. „ადვოკატთა ასოციაციამ დღეს მიიღო რეზოლუცია, სადაც ასახულია ის პრობლემები, რაზეც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ. ეს არის მიმართვა პარლამენტისადმი. როგორც რიგითმა წევრმა, დავაფიქსირე ჩემი პოზიცია.

აქ არის ტექნიკურ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა. კარგია, რომ ეს აზრთა სხვადასხვაობა არის ადვოკატთა ასოციაციაში. ჩემი აზრი იყო, ამ რეზოლუციაში ყოფილიყო მითითება, რომ ადვოკატთა ასოციაცია მხარს უჭერს მანიფესტს. ადვოკატთა ასოციაციის პოზიცია კი გახლდათ ის, რომ ამ მანიფესტზე უნდა მოხდეს მხარდაჭერა დამოუკიდებელ რეჟიმში და არა ადვოკატთა ასოციაციის მიერ.

მანიფესტში მთავარი საკითხი არის შემდეგი, რომ კლანის წევრების გადადგომის გარეშე არ მიგვაჩნია სასამართლოში სისტემური რეფორმების გატარება. ამ ადამიანებმა უნდა დატოვონ თანამდებობები , თუმცა, რეზოლუციაში ასე მკაფიოდ არ წერია ყველაფერი“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

მანიფესტის ავტორები მოითხოვენ 1. დაუყოვნებლივ გადადგეს მოსამართლის თანამდებობიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა მოსამართლე წევრი, ასევე თანამდებობიდან გადადგეს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ყველა ის წევრი, რომლებმაც 2018 წლის დეკემბერში მხარი დაუჭირა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა სიის წარდგენას საქართველოს პარლამენტში;

2.დაუყოვნებლივ გადადგენენ მოსამართლის თანამდებობიდან კლანის ლიდერი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე და მორჩილი მოსამართლის სიმბოლო – ლევან მურუსიძე.

3.საქართველოს პარლამენტმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ფართო ჩართულობით, და აუცილებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებების გზით, შექმნას ისეთი რეგულაციები, პროცედურები და კრიტერიუმები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსამართლეებად საუკეთესო კანდიდატების შერჩევას.

4.უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა და წარდგენა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის განახლების, მოსამართლეთა შერჩევის გამართული და დემოკრატიულ საზოგადოებაში მისაღები პროცედურებისა და კრიტერიუმების გაწერის შემდეგ.

ადვოკატთა ასოციაციის წევრთა რიგგარეშე საერთო კრება საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს: ა) უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესის იმგვარი რეფორმა, რომლითაც შეიზღუდება თანამდებობრივი პოზიციების მქონე მოსამართლეთა საბჭოს წევრად არჩევის შესაძლებლობა. ხოლო საბჭოს არამოსამართლე წევრებად სავალდებულო კვოტის ფარგლებში გამწესდებიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული პროფესიის მაღალი რეპუტაციის მქონე წარმომადგენლები.

ბ) არ დაუშვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად იმ კანდიდატთა გამწესება, რომელთაც წლების განმავლობაში ეკავათ და უკავიათ ხელმძღვანელობითი პოზიციები სასამართლო სისტემაში.

გ) შექმნას იმგვარი სამართლებრივი მექანიზმი, მათ შორის "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის გზით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალპროფესიული რეპუტაციის კეთილსინდისიერების და პიროვნული სიმტკიცის მქონე არა მხოლოდ მოსამართლეთა, არამედ ადვოკატთა მეცნიერ-იურისტთა და იურიდიული პროფესიის სხვა ღირსეულ წარმომადგენელთა უზენაეს სასამართლოში გამწესების შესაძლებლობას სანდო, გამჭვირვალე და ობიექტური პროცედურების საფუძველზე.

დ) შეიქმნას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენისა და შერჩევის იმგვარი ფორმატი, რომელიც უზრუნველყოფს ადვოკატთა ასოციაციის აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ქმედით ჩართულობას.

ე) განისაზღვროს წესი, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ერთი და ივივე პირის პარლამენტისთვის წარდგენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთხელ.

ვ) იმსჯელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სამოსამართლო თანამდებობაზე კანდიდატთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმის გამოცხადების თაობაზე."ნათვამია ადვოკატთა ასოციაციის რეზოლუციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს