ანონსი  4 თებერვალი

4 თებერვალს, 10:30 საათზე, საკრებულოს სარევიზიო კომისიის წევრი ლევან ხაბეიშვილი ვაკის რაიონის გამგეობაში მივა.

თემა: ბიუჯეტის სოციალური დახმარების მუხლიდან „ოცნების“ კოორდინატორებისთვის თანხის ჩარიცხვა.

4 თებერვალს, 10:30 საათზე, ადვოკატი და უფლებადამცველი ვასილ მამულაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: საფრთხე და რისკი, რომელიც, სოციალური ქსელის მომხმარებელ ნებიესმიერ მოქალაქეს ემუქრება პირადი ინფორმაციის შემცველი კადრების აღმოჩენის შემთხვევაში - რა ნორმაა დასახვეწი არსებულ კანონმდებლობაში.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19

(ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

4 თებერვალს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში იურისტ კახა კოჟორიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: სასამართლოს ირგვლივ განვითარებული პროცესები, მოსამართლეების შერჩევის საკითხი. პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმე.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

4 თებერვალს, 11:00 საათზე , “ბახმაროს და გომის მთის განვითარების ხელშემწყობი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ასოციაციის” ხელმძღვანელი არმაზ ახვლედიანი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მშენებლობები და ბიზნეს-ინტერესები ბახმაროში - ბახმაროს “გუდაურიზაციისა“ და „ბაკურიანიზაციის“ საფრთხე.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19

(ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

4 თებერვალს, 11:00 საათზე, ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით გახსნის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

მის.: ვარდების რევოლუციის N1), „რედისონ ბლუ ივერია“, II დარბაზი

4 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძესთან და პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროს ირინე წეროძესთან ერთად, განათლების რეფორმის ფარგლებში, პროფესიული განათლების მიმართულებით პრეზენტაციას წარადგენს.

მის.: უზნაძის ქ. #52 (სამინისტრო)

4 თებერვალს, 11:00 საათზე, " ახალი საქართველო" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელი, სერგო ჩიხლაძე, ბრიფინგს გამართავს.

თემა: ე.წ. "იაფი მედიკამენტების" სახელმწიფო პროგრამა

მის.: ჭავჭავაძის #9

საკონტაქტო პირი თამარა ჯინჭარაძე -551662525

4 თებერვალს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში პარტია „გირჩის“თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმე - "გირჩის" წევრებისთვის პატიმრობის შეფარდება. როგორია კანონმდებლობა - როგორ ისჯება ფარული ჩანაწერების მიმღები, შემნახველი და გამავრცელებელი. სასამართლოს ირგვლივ განვითარებული პროცესები, მოსამართლეების შერჩევის საკითხი.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

4 თებერვალს, 11:30 საათზე, "ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი და გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას" წარმომადგენელი, თეონა ჭალიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთა ხელოვნურად შემცირება

მის: ჭავჭავაძის 29

საკონტაქტო - 551662525

4 თებერვალს, 13:30 საათზე, თბილისში, სასტუმრო “ბილტმორში”, „პეის ჯგუფისა“ და აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მიერ პეის ტერმინალის დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები დაესწრებიან.

4 თებერვალს, 14:00 საათზე, უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღესთან (SAFER INTERNET DAY) დაკავშირებით, რომელიც ხვალ აღინიშნება და რომელსაც საქართველო წელს პირველად უერთდება, თბილისის #126 საჯარო სკოლაში, გაიმართება ტრენინგები, რომელიც ეძღვნება უსაფრთხო ინტერნეტ გარემოს შექმნას, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდობისათვის. ტრენინგზე ტრენერები მოსწავლეებს ინტერნეტში ქცევის წესებს გააცნობენ.

ადგილი: 126-ე საჯარო სკოლა

მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. N71 (მოდულის შენობის მოპირდაპირე ასახვევში)

4 თებერვალს, 14:00 საათზე, დედაქალაქის მოსახლეობისთვის კიბოს პრევენციასა და მკურნალობაზე უკეთესი წვდომის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიას, საქართველოს პაციენტთა კავშირსა და “City Cancer Challenge”ფონდს შორის მემორანდუმი გაფორმდება.

მის.: ვარდების რევოლუციის მოედანი #1, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“

საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599 120009

4 თებერვალს, 15:00 საათზე, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები საპატრიარქოსთან საპროტესტო აქციას გამართავენ და მოთხოვნებს ადგილზე გაახმოვანებენ.

4 თებერვალს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

4 თებერვალს, 16:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

4 თებერვალს, 17:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი შეხვედრა რუმინეთის ელჩთან საქართველოში, რადუ-ლივიუ ჰორუმბასთან.

თემა: “რუმინეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტები“.

ილია ჭავჭავაძის სეხელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

4 თებერვალს, 19.30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქველმოქმედო ასოციაცია "ნაკვალევის" ინიციატივით, თურქეთის საელჩოსა და თურქ და ქართველ ბიზნესმენთა ასოციაციის "გურთიად"-ის მხარდაჭერით იმართება, კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება, "ერთად ჩვენ მეტს შევძლებთ".

მის: უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, მე-2 სართული, სააქტო დარბაზი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს