საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მესამე ეტაპს გუდაურმა უმასპინძლა

საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მესამე ეტაპს გუდაურმა უმასპინძლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სათხილამურო ფედერაციიდან აცნობეს, 1-2 თებერვალს, გუდაურში 2019 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მესამე ეტაპი გაიმართა. შეჯიბრება „სპორტულ ფერდობზე“ სლალომსა და გიგანტურ სლალომში ჩატარდა.

მოთხილამურეებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზეს: ბავშვები I, დაბადების წელი 2005-2006; ბავშვები II, დაბადების წელი 2003-2004; მოზრდილები და იუნიორები, დაბადების წელი 2002 და უფროსი ასაკი.

შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს: გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის ნაკრებმა გუნდებმა დ ა ასევე სპორტული სკოლების წევრებმა. შეჯიბრში სულ 70 მოთხილამურემ იასპარეზა.

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრების გამხსნელები იყვნენ უმცროსი ასაკის პერსექტიული მოთხილამურეები, რომელთა შორის დიდი კონკურენცია გაიმართა.

1 თებერვალს სლალომი გაიმართა. სლალომში ჩემპიონები გახდნენ: 2005-2006 წწ. დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის მარიამ ჯაფარიძე და გიორგი გულედანი.

2003-2004 წწ. დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის მარიამ ნავერიანი და ლუკა ბუჩუკური.

2002 წ.-ს ზემოთ დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის კი კატო გოცირიძე და გიორგი კურტანიძე.

გიგანტური სლალომის ტრასა სტანდარტულ სიგრძეზე განლაგდა. აღსანიშნავია, რომ ამ შეჯიბრებაში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი - ალექსი ბენიაიძე ასპარეზობდა. გიგანტურ სლალომში გაიმარჯვეს: 2005-2006 წწ. დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის მარიამ ჯაფარიძემ და კოტიკო გოცირიძემ; 2003-2004 წწ. დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის მარიამ ნავერიანმა და ლუკა ბუჩუკურმა; 2002 წ.-ს ზემოთ დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის კი კატო გოცირიძემ და ალექსი ბენიაიძემ.

საქართველოს თასის გათამაშების მესამე ეტაპის გამარჯვებულები შეჯიბრების დასრულების შემდეგ ფინიშის ტერიტორიაზე საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის თასის ეტაპების გენერალური სპონსორი კომპანია „სილქნეტია,, მხარდამჭერები -კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მთის კურორტების განვითარების კომპანია და კომპანია ,,ბორჯომი“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა