ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“  დღგ-თი დაბეგვრის ზღვრის 165 ათას ლარამდე აწევის ინიციატივით გამოდის

საპარლამენტო ფრაქცია ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში განსახილველად ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომელიც საგადასახო კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, 2020 წლიდან დღგ-ს გადასახადს მხოლოდ ის ფიზიკური თუ იურიდიული პირები გადაიხდიან, რომელთა დღგ-თი დასაბეგრი ოპერაციების წლიური ჯამური თანხა 165 ათას ლარს აღემატება, ნაცვლად დღეს დადგენილი 100 ათასი ლარისა.

ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განმარტებით, ეს საშუალებას მისცემს პირებს, ისარგებლონ შეღავათიანი საგადასახდო პირობებით. დეპუტატის თქმით, აღნიშნული ცვლილებით ხდება არსებული მდგომარეობის კორექტირება ლარის გაუფასურების პროპორციულად.

“წარმოდგენილი ინიციატივა დღგ-ს გადახდისაგან გაათავისუფლებს ათიათასობით იურიდიულ და ფიზიკურ პირს - მცირე ბიზნესს და ინდმეწარმეებს. ეს შეღავათი გავრცელდება იმ ადამიანებზეც, რომლებიც აქირავებენ კომერციულ და საბინაო ფართებს. როცა თხუთმეტი წლის წინ ეს შეღავათი იყო დაწესებული, მაშინდელი ასი ათასი ლარი და დღევანდელი, აბსოლუტურად სხვა დატვირთვისაა. ფასებიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამიტომ სავსებით ლოგიკურია, რომ მცირე ბიზნესს და ფიზიკურ პირებს, თუნდაც თავდაპირველი მდგომარეობა დავუბრუნოთ“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ რომან გოცირიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს