მამუკა ბახტაძე - სოფლის მხარდაჭერის პროგრამა არის ძალიან კარგი ფორმატი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა არის ძალიან კარგი ფორმატი, რომლის ფარგლებში ჩვენ მივიღეთ ბევრი კარგი რჩევა და რეკომენდაცია, როგორ შეგვიძლია, გავაუმჯობესოთ ჩვენი რეგიონული მართვის პოლიტიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “ფეისბუქლაივში” განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიღებულია გადაწყვეტილება პროგრამის ბიუჯეტის გაორმაგების - 40 მილიონ ლარამდე გაზრდის შესახებ, რაც ქვეყნის მასშტაბით 3700 სოფელში ადგილობრივი მოსახლეობის სასურველი პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

“ეს არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი პროექტი, ვინაიდან სწორედ სოფლის მოსახლეობა წყვეტს, რაში დახარჯოს თანხა სოფელმა და რა არის პრიორიტეტი. ეს არის ძალიან კარგი პრაქტიკა, რომელსაც ვამკვიდრებთ. სახელმწიფო მოხელეები უნდა აკეთებდნენ იმ გადაწყვეტილების რეალიზაციას, რომელსაც მიიღებს მოსახლეობა და ამ შემთხვევაში - სოფელი. ვერც ერთ ადამიანს, რომლიც მმართველობის სისტემაში მუშაობს, ვერ ეცოდინება უკეთ, რა არის გასაკეთებელი. ეს პრაქტიკა ამგვარი კულტურის დამკვიდრების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. 1000 სოფელში უკვე ჩატარდა კრება, რომელშიც მინისტრებიც და მათი მოადგილეებიც მონაწილეობდნენ, ასევე აქტიური ჩართულობაა პარლამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო