მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, ვენესუელაში ყველაფერი დემოკრატიისა და დემოკრატიული ძალების გამარჯვებით დასრულდება

ის, რაც დღეს ვენესუელაში ხდება, არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა გაბედოს საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ წასვლა, ეს ძალიან მძიმე შედეგებთ სრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “ფეისბუკლაივში” განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ ჯერ კიდევ გასულ წელს, როდესაც ვენესუელაში ე.წ არჩევნები ჩატარდა, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და მისი შედეგები არ ცნო.

“ჩვენ ჯერ კიდევ 2018 წელს ვთქვით, რომ მადუროს რეჟიმი არ იყო ლეგიტიმურად არჩეული. აქედან გამომდინარე, იმის მიუხედავად, რომ ეს თემა საერთაშორისო პოლიტიკაში დღეს ძალიან პოპულარულია, ჩვენ ჯერ კიდევ შარშან ვთქვით ამის შესახებ ძალიან პრინციპულად. ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც ჩვენმა მეგობრებმა და სტრატეგიულმა მოკავშირეებმა მიიღეს ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება, ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი ძალიან მტკიცე პოზიცია. მადუროს რეჟიმი უკვე წლებია აგრძელებს ხელისუფლების უზურპაციას, რაც ძალიან მძიმედ აისახა მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ განვითარებული სამყაროს გვერდით. ამას დაემატა ის, რომ ეს რეჟიმი საერთაშორისო სამართლიდან გავიდა და კიდევ ერთხელ დაარღვია ის, როდესაც აღიარა ჩვენი ისტორიული ტერიტორიები, რომლებიც დღეს ოკუპირებულია. ის, რაც დღეს ხდება ვენესუელაში, არის კიდევ ერთი მაგალითი იიმისა, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა გაბედოს საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ წასვლა. ეს ძალიან მძიმე შედეგებთ სრულდება. მინდა დავადასტურო, რომ ჩვენ ძალიან პრინციპული პოზიცია გვაქვს და ბოლომდე ვრჩებით ერთგული იმ განცხადებისა, რომელიც გავაკეთეთ. დარწმუნებული ვარ, ვენესუელაში ყველაფერი დემოკრატიისა და დემოკრატიული ძალების გამარჯვებით დასრულდება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო