სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 4 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე გლდანის რაიონში შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ხევძმარის, სარაჯიშვილის, შეშელიძის და თემქის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის (ნაწილობრვ) მაცხოვრებლებს.

ასევე 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონში: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), ალექსეევკის დასახლების, დავითაშვილის და ახვლედიანის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 10:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის და ნოზაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება: ყვარლის, ტოლენჯის, ამირეჯიბის, რატილის, წალენჯიხის, გეზათის, მთისძირის, ტვიშის, მესხეთის და უშაკოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ყიფშიძის და რამიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

„თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტრომამარაგება დროებით შეეზღუდება: ფხაკაძის, უნივერსიტეტის, ანჯაფარიძის და იოსელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს