დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ვაშინგტონმა ვენესუელაში სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობა განიხილოს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ვაშინგტონმა ვენესუელაში სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობა განიხილოს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ტელეარხ CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა შემთხვევაში გამოიყენებდა ის სამხედრო ძალას ვენესუელაში, დონალდ ტრამპმა ასე უპასუხა: „არ მსურს ამაზე საუბარი. თუმცა, სამხედრო ძალის გამოყენება ერთ-ერთ შესაძლებლობად რჩება“.

აშშ-ს პრეზიდენტს ასევე დაუსვეს კითხვა გეგმავს თუ არა კონსულტაციების გამართვას ნიკოლას მადუროსთან.

„მადურომ მოითხოვა ჩემთან შეხვედრა, მაგრამ მას უარი განვუცხადე, ვინაიდან სიტუაცია უკვე ძალიან შორს წავიდა“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.

იხილეთ ვიდეო: ტრამპი აცხადებს, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა, ვენესუელაში სამხედრო ძალის გამოყენების საკითხი განიხილოს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა