იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, რომელიც ყოველ ორშაბათს ტარდება, დღეს არ გაიმართება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, რომელიც ყოველ ორშაბათს ტარდება, დღეს არ გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განუცხადა, სხდომა დღეისთვის ტრადიციულად დანიშნული იყო და განსახილველი საკითხების დღის წესრიგიც გაწერილი იყო, თუმცა საბჭოს წევრებს სხდომის გადადების თაობაზე გუშინ ღამით შეატყობინეს. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, როდისთვის გადაიდო სხდომა, უცნობია.

„გუშინ, 22:00 საათის შემდეგ შეგვატყობინეს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა არ ჩატარდებოდა. მიზეზად მოგვწერეს, რომ სხდომაზე რამდენიმე წევრი ვერ ახერხებდა დასწრებას. თუმცა, დეტალები, რამდენი წევრი ვერ ახერხებდა დასწრებას და იქნებოდა თუ არა კვორუმი, ჩემთვის უცნობია. რაც საბჭოს წევრი ვარ, არ მახსენდება შემთხვევა, რომ ღამით შეეტყობინებინათ სხდომის გადადების თაობაზე. თუ ვერ ხერხდება სხდომის ჩატარება, არ იგეგმება ხოლმე. ფორსმაჟორულად, ღამით, არასდროს მოუწერით რომ სხდომა გადაიდებოდა“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა