ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრი - ტრამპი სამხედრო ძალის გამოყენებით იმუქრება, რაც იმას ადასტურებს, რომ ის სახელმწიფო გადატრიალების სათავეში დგას

ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრი ხორხე არეასა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა.

ვენესუელას საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, აღნიშნული განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ვენესუელაში ვითარების დესტაბილიზაციის უკან აშშ დგას.

„დონალდ ტრამპი თავისი განცხადებით, როდესაც გაერო-ს წესდების დარღვევით სამხედრო ძალის გამოყენებით იმუქრება, ადასტურებს, რომ ის სახელმწიფო გადატრიალების სათავეში დგას. ვენესუელის ოპოზიციას ტრამპი აკონტროლებს“, - განაცხადა ხორხე არეასამ.

შეგახსენებთ, რომ ტელეარხ CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელაში სამხედრო ძალის გამოყენება ერთ-ერთი შესაძლებლობაა, რომელსაც მისი ადმინისტრაცია განიხილავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა