პეტრო პოროშენკო - უკრაინა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს ხუთ წელიწადში მიიღებს

უკრაინა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს ხუთ წელიწადში მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.

„ჩვენ ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობის ყველა კრიტერიუმს უნდა ვაკმაყოფილებდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს ხუთ წელიწადში ჩვენ გვექნება სამოქმედო გეგმა ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ასევე გვექნება გადაწყვეტილება უკრაინისათვის ნატო-ში გაწევრიანების მინიჭების თაობაზე“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა გაატაროს რეფორმები და დააკმაყოფილოს ევროკავშირისა და ნატო-ს კრიტერიუმები. მისივე თქმით, აღნიშნული ამოცანების შესრულება „აბსოლუტურად რეალურია“.

„ნატო-ს წევრობა უსაფრთხოებას ნიშნავს. ეს გარე საზღვრების უსაფრთხოებაა, ეს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით აღდგენაა“, - დასძინა მან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა