ფარული ჩანაწერების „იუთუბზე“ ატვირთვაში ბრალდებულის ადვოკატმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ზურაბ სოლომნიშვილის ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სოლომნიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა, დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„დღეს შევიტანეთ სააპელაციო საჩივარი. მოსამართლის გადაწყვეტილება მიმაჩნია, რომ დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რაც ჩვენს მიერ გასაჩივრებულია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე რეალურად არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, მაინც პატიმრობა შეეფარდა.

7 ბრალდებულიდან 6-ს გირაო შეეფარდა, მხოლოდ ჩემი ბრალდებულის მიმართ იქნა გამოყენებული დაპატიმრება, რაც სრულიად გაუგებარი პოზიციაა სასამართლოს მხრიდან, რადგან ყველა პირს ერთი და იგივე ბრალდება ჰქონდა, ერთი და იგივე საქმის მასალები იყო ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში და რატომ გამოარჩია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ეს გაუგებრია.

პატიმრობის ძირითადი მიზეზი ეს იყო, რომ თითქოს, მან „იუთუბზე“ ვიდეო ატვირთა, მაგრამ გავრცელება „იუთუბზე“ იქნება, „ფეისბუქზე“ თუ სხვა ინტერნეტსაშუალებით, ამას სისხლის სამართლის კოდექსისთვის მნიშვნელობა არ აქვს.

დასაფასებელი პოზიციაა ეკა ბესელიას მხრიდან, რომ მან რეალურად შეაფასა ეს სიტუაცია, ასე მოიქცეოდა ყველა მაღალი კვალიფიკაციის მქონდე იურისტი. ეკა ბესელიამ განმარტა, რომ პრობლემა ამ ადამიანებში კი არ არის, პრობლემაა იმ ადამიანებში, რომლებაც პირველწყაროდან წამოიღეს ეს ვიდეომასალა და გაავრცელეს“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ ფარულ ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 17 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. 17 პირიდან სამს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო 14-ს კი გირაო შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს. ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ისე მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

იხილეთ ვიდეო: ფარული ჩანაწერების "იუთუბზე" ატვირთვაში ბრალდებულის ადვოკატმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს