ნიკოლას მადურო - ვენესუელა ან აშშ-ს დროშის კიდევ ერთ ვარსკვლავად იქცევა, ან თავისი დროშის ფრიალს განაგრძობს

ვენესუელა ან აშშ-ს დროშის კიდევ ერთ ვარსკვლავად იქცევა, ან თავისი დროშის ფრიალს განაგრძობს, - ამის შესახებ ვენესუელას ე.წ. პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ვენესუელას საზღვაო ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„დღეს ვენესუელას მომავალი წყდება. ან ვენესუელა აშშ-ს დროშის კიდევ ერთ ვარსკვლავად იქცევა, ან ვენესუელა თავისი დროშის ფრიალს განაგრძობს, რომელზეც რვა თავისუფალი და სუვერენული ვარსკვლავია“, - აღნიშნა მადურომ.

მისივე თქმით, ოპოზიციონერებსა და მათ რეგიონულ მოკავშირეებს სახელმწიფო გადატრიალება არ გამოუვიდათ.

„თქვენ ნახეთ გუშინ ოპოზიციის მარში. მათ არ გამოუვიდათ სახელმწიფო გადატრიალება. მარშზე აშშ-ს დროშას აფრიალებდნენ. უკვე არც კი მალავენ თავიანთ იდენტობას. მათ სურთ ჩვენი სამშობლო ამერიკის იმპერიასა და ადგილობრივ ოლიგარქებს გადასცენ“, - აღნიშნა ნიკოლას მადურომ.

მან ასევე განაცხადა, რომ ვენესუელაში სამოქალაქო ომს ადგილი არ ექნება.

„აშშ ამბობს, რომ ადგილი ექნება სამოქალაქო ომსა და სამხედრო ინტერვენციას. არაფერი ეს არ მოხდება! ვენესუელაში მხოლოდ მშვიდობა იქნება და ჩვენ მას მივაღწევთ!“ - დასძინა მადურომ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო