სოფო კილაძე - ჩემი მოსაზრებები მაქვს, ვის შეიძლება აწყობდეს ასეთი საზიზღრობის გავრცელება - იმ ჯგუფებს, ვინც მოგებული დარჩნენ

მაქვს ჩემი მოსაზრებები, ვის შეიძლება აწყობდეს ასეთი საზიზღრობის გავრცელება - იმ ჯგუფებს, ვინც მოგებული დარჩნენ. "ქართული ოცნება" ამ ყველაფრისგან ნამდვილად არ დარჩენილა მოგებული, -ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„გეთანხმებით, რომ ყველაზე მთავარი, ცენტრალური საკითხია თუ ვინ იყო ამ ყველაფრის დამკვეთი და ვის ინტერესებში შედიოდა ასეთი საზიზღრობის გავრცელება. ასევე მნიშვნელოვანია რეაგირების გარეშე არ დარჩნენ ადამიანები, რომელთა მეშვეობითაც მოხდა ამ საზიზღრობის მიწოდება, იმისთვის, რომ მომავალში, ღმერთმა ნუ ქნას, თუ კიდევ მოხდა მსგავსი რამ, ადამიანებმა იცოდნენ, რომ ამის გავრცელებაც დასჯადია და ამის გავრცელებაზეც კონკრეტულ პირებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ეს მოახდენს იმის პრევენციას, რომ ასეთი ამორალური საქციელი სხვამ არ ჩაიდინოს", - განაცხადა კილაძემ.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ ხელისუფლებას აქვს თუ არა იმის პოლიტიკური ნება, რომ დამკვეთებამდე მივიდეს გამოძიება, როცა ეკა ბესელია მიანიშნებს მის გუნდზე, მოსამართლეებსა და "ნაციონალური მოძრაობიდან" პორტირებულ ჯგუფზე.

"ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის "ბრალდებები" უდანაშაულობის პრეზუმფციის პირდაპირი დარღვევაა და ნამდვილად დისონანსი შემოაქვს გუნდში. ასე ხელაღებით ამის ადამიანებისთვის დაბრალება, ვფიქრობ, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია. მე მაქვს ჩემი მოსაზრებები, ვის შეიძლება აწყობდეს ასეთი საზიზღრობის გავრცელება. იმ ჯგუფებს, ვინც საბოლოო ჯამში მოგებული დარჩნენ. "ქართული ოცნება" ამ ყველაფრისგან ნამდვილად არ დარჩენილა მოგებული. როდესაც ასეთი ტიპის საშინელება ვრცელდება, პირველ რიგში უნდა დავსვათ კითხვა - ვის აწყობდა ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, გვექნება ლოგიკური პასუხი", - განაცხადა სოფო კილაძემ.

იხილეთ ვიდეო: სოფო კილაძე - ჩემი მოსაზრებები მაქვს, ვის შეიძლება აწყობდეს ასეთი საზიზღრობის გავრცელება - იმ ჯგუფებს, ვინც მოგებული დარჩნენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა