სოფო კილაძე 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნას „ხელოვნურად წამოჭრილს“ უწოდებს

ეს ვფიქრობ, ძალიან არასერიოზული დისკუსიაა, რომელიც ხელოვნურადაა წამოჭრილი, - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნას და ხელმოწერების შეგროვების დაანონსებას, 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით.

"ეს ვფიქრობ, ძალიან არასერიოზული დისკუსიაა, რომელიც ხელოვნურადაა წამოჭრილი. ჩვენ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, უამრავი დისკუსიის შემდეგ, კონკრეტულად მივიღეთ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო უმრავლესობით და ვფიქრობ, ეს საკითხი დამატებით კითხვის ნიშნებს აღარ საჭიროებს, რადგან ჩვენ გვქონდა შესაბამისი არგუმენტები, თუ რატომ უნდა შენარჩუნებულიყო მაჟორიტარული სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის", - განაცხადა კილაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს