ანრი ოხანაშვილი ფარულ ჩანაწერებზე - ყველა შესაძლო მოქმედი პირი უნდა დადგინდეს, იქნება ეს ორგანიზატორი თუ გამავრცელებელი

გამოძიება უნდა წარიმართოს სრულყოფილად, რომ ყველა შესაძლო მოქმედი პირი დადგინდეს, იქნება ეს ორგანიზატორი, გამავრცელებელი თუ კონკრეტული ქმედების ჩამდენი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე შსს ძალიან ოპერატიულად მუშაობს.

„უნდა აღინიშნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული მუშაობა. ფაქტია, რომ გამოძიება ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. გამოკვეთილი არიან მთელი რიგი პირები. გამოძიება უნდა წარიმართოს სრულყოფილად, რომ ყველა შესაძლო მოქმედი პირი დადგინდეს, იქნება ეს ორგანიზატორი, გამავრცელებელი თუ კონკრეტული ქმედების ჩამდენი. შესაბამისად, რომ შსს აქტიურად მუშაობს, რისთვისაც მათ მადლობა ეკუთვნით. დანარჩენი უკვე გამოძიების საკითხია", - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ის ჰიპოთეზებზე და თეორიებზე ვერ ისაუბრებს, ამიტომ ენდობა გამოძიებას, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობს.

„ყოველგვარი სხვა პოლიტიკური განცხადება უნდა განმარტოს მან, ვინც ამ განცხადებას აკეთებს. მე ვერ ვისაუბრებ იმ ადამიანის ნაცვლად, ვისაც აქვს გარკვეული ეჭვი", - აღნიშნა ოხანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა