ანა დოლიძე - მას შემდეგ, რაც დიმიტრი გვრიტიშვილს უზენაეს სასამართლოში გამზადებული ნახტომი ჩაეშალა, მისგან უარესს  ველოდები

მას შემდეგ, რაც მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილს უზენაეს სასამართლოში გამზადებული ნახტომი ჩაეშალა, მისგან უარესს ველოდები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განუცხადა.

ის დიმიტრი გვრიტიშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანონდარღვევით წარადგინა ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

„როგორ დავინიშნე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად, როგორც ჩატარდა კონკურსი, მთელი პროცესი სამართლებრივად აღწერილი და გაფორმებული, განთავსებულია პრეზიდენტის ვებ-გვერდზე. ეს საჯაროა, თუმცა მისგან იმ უამრავი ტყუილის შემდეგ, რომელიც არაერთხელ გააჟღერა, ასევე იმის შემდეგ რომ გამზადებული ნახტომი ჩაეშალა უზენაეს სასამართლოში, არაფერი მიკვირს. შესაბამისად, არც ეს ბრალდებები მიკვირს და ნამდვილად ველოდები კიდევ უარეს ქმედებას. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც არ აჩერებს არც მანტია და უარეს ქმედებებსაც ველოდები. სამართლებრივი ახსნა საჯაროა, დევს პრეზიდენტის ვებ-გვერდზე და ცოტა მაინც იმეცადინოს, ვიდრე რამეს განცხადებას გააკეთებს“ , - განაცხადა ანა დოლიძემ.

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს