ადვოკატი - ზუგდიდის ყოფილ ვიცე-მერს გულორდავას ქრთამი არ აუღია, ქრთამის აღების დადასტურებას მყარი მტკიცებულებები სჭირდება და არა ზეპირი საუბარი

გია გულორდავას ქრთამი არ აუღია, ქრთამის აღებას და დადასტურებას მყარი მტკიცებულებები, მეტი სტანდარტი სჭირდება და არამხოლოდ ზეპირი საუბრები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას ადვოკატმა, ზაქრო გვიშიანმა განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, გულორდავა თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და საქმეში არც მყარი მტკიცებულებებია.

„თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. საქმეში არ მოიპოვება არც ერთი მყარი მტკიცებულება, რომელიც დაასაბუთებდა გულორდავას მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებას.

საქმეში აუდიოჩანაწერია, რომელიც ერთი პირის მიერაა განხორციელებული. ეს მისთვის სასარგებლო საუბარია, რომელსაც ბრალდების მხარე ეყრდნობა. საერთო სასამართლობის სისტემაში არ არსებობს განაჩენი, სადაც მხოლოდ აუდიოჩანაწერის საფუძველზე დამდგარა გამამტყუნებელი განაჩენი ქრთამის აღების საფუძველზე.

დღეს დავაფიქსირებთ პოზიციას მის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით", -აცხადებს ადვოკატი.

მისივე განმარტებით, ყოფილმა ვიცე-მერმა ერთ-ერთ პირს უარი განუცხადა პირდაპირი შესყიდვის წესით შეესყიდა ზუგდიდში რკინიზგის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი, რის გამოც მან გულორდავას ჩაწერა განახორციელა.

„ე.წ. დაზარალებულს, ზურაბ კვირკვიას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა არ მისცა უფლება რომ პირდაპირი შესყიდვის წესით შეესყიდა ზუგდიდში რკინიზგის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი. ამის შემდეგ კვირკვიამ განახორციელა აუდიოჩაწერა“, - განაცხადა გვიშიანმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გულორდავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით 1-ელ ნოემბერს დააკავა.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21 500 აშშ დოლარი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა