იმერეთში “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვის მიზნით ტრენინგი ჩატარდა

იმერეთში “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვის მიზნით აღმზრდელებისა და მეთოდისტებისთვის ტრენინგები გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ტრენინგის ფარგლებში ზესტაფონის, ბაღდათისა და ხარაგაულის ყველა საბავშვო ბაღის 80-მდე აღმზრდელი და მეთოდისტი გადამზადდა.

ტრენინგის მონაწილეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ბენდელიანმა მიმართა და მონაწილეებს გარემოსდაცვითი განათლებისა და მასში სკოლამდელი საფეხურის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

სახელმძღვანელო „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.

2018 წლის განმავლობაში სახელმძღვანელო დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში და კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო და შიდა ქართლის რეგიონებში. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 2019 წლის ბოლომდე სახელმძღვანელოს მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგვას გეგმავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა