დიმიტრი ხუნდაძე ფარულ ჩანაწერებზე - ყველაზე მეტი ზიანი ხელისუფლებამ მიიღო

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებით ყველაზე მეტი ზიანი ხელისუფლებამ მიიღო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე საუბრისას განაცხადა.

"ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებით ყველაზე მეტი ზიანი ხელისუფლებამ მიიღო. ვფიქრობ, ყველაზე მეტი ინტერესიც ხელისუფლების მხრიდანაა, რომ დადგინდეს, ვინაა კონკრეტული დირიჟორი, რათა კიდევ ერთხელ გამოიტანოს სააშკარაოზე ის ჩანაწერები, რაც ყოფილი ხელისუფლების პერიოდშია გაკეთებული. ვფიქრობ, ავტორები, რეჟისორები ჩვენ ვიცით, მაგრამ დღეს ვფიქრობ, კვალი უნდა მიდიოდეს იქ, საიდანაც იქნა დაგეგმილი ასეთი ბინძური მეთოდებით პოლიტიკური ბრძოლა", - განაცხადა ხუნდაძემ.

კითხვაზე, თუ ვის გულისხმობს ეკა ბესელია, როდესაც ამბობს, რომ მმართველ გუნდში არიან წინა ხელისუფლებიდან პორტირებულები, ხუნდაძემ აღნიშნა, რომ არ იცის, თუ კონკრეტულად ვის გულისხმობს ეკა ბესელია.

"მე არ ვიცი ეკა ბესელია კონკრეტულად რომელ პერსონებს გულისხმობს. ვფიქრობ, უმჯობესია ეს მას ჰკითხოთ, მაგრამ მას აქვს აბსოლუტურად სწორი მიდგომა, რომ დაისაჯოს არა მხოლოდ ის, ვინც უნებლიედ ან განზრახ აღმოჩნდა კადრების გავრცელებაში მონაწილე, არამედ უმთავრესია, რომ იყოს დასჯილი უშუალოდ დამკვეთი", - განაცხადა ხუნდაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს