კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ფარულ ჩანაწერებზე - თუ დანაშაულის ჩამდენ პირებს ჰგონიათ, რომ შეუძლებელია მათ კვალზე გასვლა, ცდებიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, უწყებას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული არაერთი საქმე აქვს გამოძიებული, თუმცა მათი აფიშირება არ ხდება.

როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, შს სამინისტრო აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობს სხვადასხვა ტრექნოლოგიურ კომპანიებთან საზღვარგარეთ, ინტერნეტ-პროვაიდერებთან, facebook-თან და ა.შ.

„აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით სტატისტიკა, რა თქმა უნდა გვაქვს, თუმცა კონკრეტული ციფრების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ამ კატეგორიის სისხლის სამართლის არაერთი საქმე გვაქვს გამოძიებული. შესაძლოა, მასშტაბი და გავრცელება ასეთი არ ყოფილა, თუმცა მსგავსი საქმეების გამოძიება ნამდვილად შეგვიძლია. თუ დანაშაულის ჩამდენ პირებს ჰგონიათ, რომ შეუძლებელი იქნება მათ კვალზე გასვლა, ძალიან ცდებიან. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა რომელიმე ადამიანი პირადი მიზნებისთვის ჩადის მსგავს დანაშაულს, საქმეს ვხსნით, თუმცა აღნიშნული საქმეების აფიშირებას არ ვახდენთ დაზარალებულის ინტერესებიდან გამომდინარე. მსგავს დანაშაულებთან დაკავშირებით შესაძლოა დიდი ძალისხმევა გახდეს საჭირო, დროში ცოტა გაიწელოს, თუმცა ამ ადამიანებს აუცილებლად მივაგნებთ. ჩვენ ვთანამშრომლობთ ტექნოლოგიურ კომპანიებთან ამ მიმართულებით, ინტერნეტ-პროვაიდერებთან, facebook-თან და ა.შ.“, - განაცხადა ბორცვაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა