ირაკლი კობახიძე - პირველ რიგში, სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესებშია ის, რომ ფარული ჩანაწერების საქმე ბოლომდე გაიხსნას

პირველ რიგში, სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესებშია ის, რომ ბოლომდე გაიხსნას ეს საქმე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარია დადგინდეს პირველი წყარო.

"რა თქმა უნდა, მთავარია პირველი წყარო, საიდანაც გავრცელდა ეს ინფორმაცია. ზუსტად ეს უნდა გამოვლინდეს. რაც შეეხება გავრცელებას, გამავრცელებლების კუთხით არის პროგრესი, თუმცა, რაც შეეხება წყაროს, ესაა მთავარი დასადგენი. ამ კუთხით გვექნება მუდმივი კომუნიკაცია სამართალდამცავ ორგანოებთან. პირველ რიგში, სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესებშია ის, რომ ბოლომდე გაიხსნას ეს საქმე", - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა