ვაკის გამგებელი - პოლიტიკურად ანგაჟირებული, პოპულისტური პროცესი მიდის, რის შესახებაც ლევან ხაბეიშვილს ვესაუბრეთ

ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, პოპულისტური პროცესი და ჩვენ ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილს ვესაუბრეთ, - ამის შესახებ ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა თუ რის გამო არ გადაეცემა საკრებულოს სარევიზიო კომისიის წევრს ლევან ხაბეიშვილს მის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია სოციალური თანხების გაცემის შესახებ.

ვაკის გამგებლის თქმით, საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი მათგან ოფიციალური დოკუმენტების დედნების, კონკრეტული ადამიანების მიერ დაწერილი განცხადებების გაცნობას ითხოვდა. ტურძელაძის განმარტებით, განცხადებები შეიცავს პერსონალურ ინფორმაციას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად კი, გამგეობა შეზღუდულია და არ აქვთ უფლება პერსონალური ინფორმაცია გასცენ. შესაბამისად, ტურძელაძის განაცხადებით, ხაბეიშვილს ამის შესახებ აუხსნეს.

„როგორც საკრებულოს სარევიზიო კომისიის წევრი აპელირებდა, რომ ჩვენ ვიყავით ვალდებულები მისთვის დაუყოვნებლივ გადაგვეცა კონკრეტული დოკუმენტაციის დედნები. მე მას ვუთხარი, რომ წარმოედგინა კონკრეტული კანონი, რაც მე ამის განხორციელებას მავალდებულებდა. შესაბამისად, ლევან ხაბეიშვილმა ვერ წარმოადგინა, ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, პოპულისტური პროცესი", - განაცხადა ტურძელაძემ.

მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილს მათთვის უნდა წარმოედგინა თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის სახელზე გაკეთებული ოფიციალური მიმართვა.

ტურძელაძე უარყოფს, რომ სოციალური თანხები რაიმე ბიზნესის მქონე პირს ჩაერიცხა. მისივე თქმით, გასულ წელს რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს ერთჯერადად ჩაერიცხა სოციალური დახმარება და ამ მიზნით მთლიანობაში 2 მლნ ლარი დაიხარჯა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლევან ხაბეიშვილმა განუცხადა, ხვალ იგი აპირებს პროკურატურას ოფიციალურად მიმართოს და აღნიშნული დოკუმენტაცია გამოითხოვოს.

შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილმა ვაკის გამგეობაში საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ლევან ხაბეიშვილი ვაკის რაიონის გამგებლისგან იმ დოკუმენტაციის გადაცემას ითხოვს, რომლითაც ნათელი გახდება თუ რის საფუძველზე გაიცა „სოციალური მიზნით გათვალისწინებული თანხები „ქართული ოცნების“ კოორდინატორებისთვის“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა