მიხეილ ბატიაშვილი - იმედი მაქვს, მოსწავლეებს შორის ჩხუბი აღარ განმეორდება

რაც მთავარია, სწრაფად რეაგირება მოხდა და იმედი გვაქვს, რომ ეს ინციდენტი სწრაფად დასრულდება და აღარ განმეორდება, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა 61-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი სამსახურების ინფორმირება მოხდა და ინციდენტი დროულად აღმოიფხვრა.

“ეს ინციდენტი აღმოფხვრილია, როგორც ვიცით. ასევე, ახლა მნიშვნელოვანია, რომ მანდატურმა მუშაობა გააგრძელოს, ასევე, ჩაერთვება ფსიქოლოგიური სამსახური, რომელიც მშობლებთან გააგრძელებს მუშაობას. რაც მთავარია, სწრაფად რეაგირება მოხდა და იმედი გვაქვს, რომ ეს ინციდენტი სწრაფად დასრულდება და აღარ განმეორდება”, - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

თბილისის N61 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა იჩხუბეს. ადგილზე იყო სასწრაფო დახმარების მანქანა, ამჟამად კი სკოლასთანაა საპატრულო პოლიცია და საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო